ბრიტანეთის საელჩო - მოვუწოდებთ მხარეებს, დააახლოვონ პოზიციები და გააძლიერონ დემოკრატია
ბრიტანეთის საელჩო - მოვუწოდებთ მხარეებს, დააახლოვონ პოზიციები და გააძლიერონ დემოკრატია

ოპოზიციის ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.

„ამას, ასევე, გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება.

როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი, მოვუწოდებთ მხარეებს, მოახდინონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და გააძლიერონ დემოკრატია“, – აღნიშნულია განცხადებაში.