ბრიტანეთის პრემიერმა ლონდონბრიჯზე მომხდარ ტერაქტში ბრალდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში ოპოზიცია დაადანაშაულა
ბრიტანეთის პრემიერმა ლონდონბრიჯზე მომხდარ ტერაქტში ბრალდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში ოპოზიცია დაადანაშაულა

ბრიტანეთის პრემიერმა ლონდონბრიჯზე მომხდარ ტერაქტში ბრალდებულის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

როგორც ბორის ჯონსონმა განაცხადა, ლონდონბრიჯზე მოწყობილ ტერაქტში ბრალდებული უსამნ ხანი, 2008 წელს ლეიბორისტების მიერ მიღებული კანონით გათავისუფლდა, რომლის მიხედვითაც, ყველა პირი, ვინც სასჯელის ვადის ნახევარს მოიხდის, ავტომატურად ტოვებს ციხეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა, რომ ოპოზიციის მიერ მიღებული და დღეს მოქმედი კანონით ციხე ტერორიზმში ბრალდებულმა 74-მა  პირმა დატოვა.

ჯონსონის კრიტიკაზე საპასუხოდ ლეიბორისტების ლიდერმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს აუცილებლობას, ტერორიზმში ბრლადებულმა ყველა პირმა ბოლომდე მოიხადოს სასჯელი.

„ეს დამოკიდებულია გარემოებებზე და განაჩენზე, ასევე ციხეში პატიმრის ქცევაზე“ , – განაცხადა კორბინმა.

შეგახსენებთ, რომ ლონდონბრიჯზე ტერაქტი 29 ნოემბერს მოხდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. როგორც აღმოჩნდა, თავდამსხმელმა 2018 წელს ციხე პირობით ვადაზე ადრე დატოვა.