„სქაი ნიუსი“ – ლონდონბრიჯზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს

19:05, 29.11.2019

ლონდონში, ლონდონბრიჯზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს დაესხა თავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ადგილზე მისულმა პოლიცია მამაკაცს ესროლა.

„ევრონიუსის“ ცნობით, ამჟამად თავდამსხმელი დაკავებულია.

პოლიციის განცხადებით, ინციდენტის შედეგად არიან დაშავებულები. მათ რიცხვს სამართალდამცავები არ ასახელებენ. უცნობია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

ლონდონბრიჯი ამჟამად პოლიციას აქვს გადაკეტილი.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანებიც.

მსგავსი