ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციამ ბრექსიტთან დაკავშირებულ ბრიფინგზე რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი არ დაუშვა
ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციამ ბრექსიტთან დაკავშირებულ ბრიფინგზე რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი არ დაუშვა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ ბრექსიტთან დაკავშირებულ ბრიფინგზე რამდენიმე მედიასაშუალების წარმომადგენელი არ დაუშვა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ევროპის საკითხებში ბორის ჯონსონის მრჩეველი დევიდ ფროსტი, ტექნიკური ხასიათის არაპოლიტიკურ ბრიფინგს გეგმავდა, „დაუნინგ სთრითის“ ნომერ 10-ში მისული ჟურნალისტები კი ადმინისტრაციამ ორ ჯგუფად გაყო და ერთ ჯგუფს ბრიფინგზე შესვლის უფლება არ მისცა.

შეზღუდვა შეეხოთ „მირორს“, „ინდეფენდენთს“, „ფიეი მედიას“ და „ჰაფინგთონ პოსტს“.

გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის ნიშნად ბრიფინგი დატოვეს „დეილი მეილის“, თაიმსის“, „ტელეგრაფის“, „სანის“, „გარდიანის“, „ბიბისის“ და „სქაის“ ჟურნალისტებმაც.

როგორც ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ჯონსონის გუნდის მიერ გადადგმულმა ამ ნაბიჯმა აჩვენა, რომ „პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპის ტაქტიკას მიმართა, რათა მკაცრი შემოწმებისგან თავი დაეღწია“.

დატოვე კომენტარი