ბრიტანეთის პრემიერი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან ავღანეთის საკითხის სასწრაფო განხილვას გეგმავს
ბრიტანეთის პრემიერი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან ავღანეთის საკითხის სასწრაფო განხილვას გეგმავს

ბრიტანეთის პრემიერი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებთან ავღანეთის საკითხის სასწრაფო განხილვას გეგმავს. „დაუნინგ სტრიტზე“ აღნიშნულის შესახებ ბორის ჯონსონსა და ანგელა მერკელს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადეს.

„დაუნინგ სტრიტის“ ინფორმაციით, ორივე ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა, რომ გამოიყენონ საკუთარი საერთაშორისო გავლენა, რათა ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ერთობლივი მიდგომა მიიღონ.

გარდა ამისა, ბრიტანეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შეთანხმების მიღების აუცილებლობას, რომლითაც თალიბანის მომავალი მთავრობა საერთაშორისო საზოგადოების გავლენის ქვეშ აღმოჩნდება.

ბორის ჯონსონი „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ვირტუალურ შეხვედრაზე მოწვევას პირველივე შესაძლებლობისთანავე გეგმავს.