ბრიტანეთის პრემიერი ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებას გამართავს
ბრიტანეთის პრემიერი ანგელა მერკელთან და ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებას გამართავს

ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მოლაპარაკებას გამართავს. ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ტერეზა მეი ჯერ ბერლინში ჩავა, ხოლო შემდეგ პარიზში.

რამდენიმე დღის წინ, ბრიტანეთის პრემიერმა ევროკავშირს ბრექსიტის 30 ივნისამდე გახანგრძლივების თხოვნით მიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა, შესაძლოა ბრიტანეთს პროცესის 12 თვით გახანგრძლივება შესთავაზოს.

ევროკავშირის ლიდერები ბრექსიტთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას 10 აპრილს ბრიუსელში გამართავენ.