ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ცნობილ კატა ლარისთან ერთად, ძაღლიც იცხოვრებს

17:32, 02.09.2019

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ძაღლი მიიყვანეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ამიერიდან დაუნინგ სთრითის ათში, ცნობილ კატა ლარისთან ერთად, ძაღლიც იცხოვრებს.

ლეკვი ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშისაა. რამდენიმე კვირის წინ 15 კვირის ლეკვი ფერმერმა მიატოვა. ლეკვი ერთ-ერთმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ გადაარჩინა.

მსგავსი