ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომას გამართავს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომას გამართავს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი დღეს მთავრობის სხდომას გამართავს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების შეხვედრა ხუთი საათი გაგრძელდება და ამ შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს მთავრობის სამომავლო ნაბიჯები ბრექსიტთან დაკავშირებით.

ევროკავშირის ლიდერები 10 აპრილს ბრექსიტთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს ჩაატარებენ. თუ ამ დროისთვის ლონდონში შეთანხმების დამტკიცებას ვერ მოახერხებენ, 12 აპრილს ბრიტანეთს ხისტი ბრექსიტი ელოდება.