ბრიტანეთის პოლიციამ რუსული სადაზვერვო სამსახურებისთვის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა

15:33, 18.09.2025

ბრიტანეთის პოლიციამ უცხოური სადაზვერვო სამსახურისთვის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი სამი ადამიანი დააკავა.

ლონდონის პოლიციაში აცხადებენ, რომ გამოძიება რუსეთს უკავშირდება. დაკავებულებს შორის ორი მამაკაცი და ერთი ქალია. ისინი ესექსში დააკავეს და მათ ეროვნული უსაფრთხოების აქტის დარღვევაში ადანაშაულებენ.

ლონდონს არაერთხელ დაუდანაშაულებია რუსეთი ბრიტანეთსა და ევროპაში ჯაშუშურ საქმიანობასა და დივერსიულ საქმიანობაში. კრემლი ბრალდებებს უარყოფს.

ივლისში ბრიტანეთში სამი მამაკაცი დამნაშავედ ცნეს ლონდონში უკრაინასთან დაკავშირებული ბიზნესობიექტებისთვის ცეცხლის წაკიდებაში. ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, აღნიშნული ქმედებები რუსული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ მითითებით ხორციელდებოდა. მარტში კი კრემლის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ბულგარელების ჯგუფი გაასამართლეს.

მსგავსი