ბრიტანეთის პოლიცია ცდილობს დაადგინოს, რა სახის ე.წ. ნერვული აგენტით მოწამლეს რუსი აგენტი
ბრიტანეთის პოლიცია ცდილობს დაადგინოს, რა სახის ე.წ. ნერვული აგენტით მოწამლეს რუსი აგენტი

გაერთიანებული სამეფოს კონტრტერორიზმის დეპარტამენტში სერგეი სკრიპალის საქმის დეტალებზე მუშაობა გრძელდება. BBC-ის ინფორმაციით,  გამოძიება ცდილობს დაადგინოს, კონკრეტულად რა ტიპის ე.წ. ნერვული აგენტი იქნა გამოყენებული სკრიპალის წინააღმდეგ და რა გზით მოხვდა ეს ნივთიერება მის ორგანიზმში.

პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნული ნივთიერების გავრცელების საფრთხე მოსახლეობაში გამორიცხულია.

ლონდონის პოლიციამ განაცხადა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია სკრიპალი ე.წ. ნერვული აგენტით მოწამლეს, რომელიც ქიმიური იარაღის შემადგენელი ნაწილია და ნერვულ სისტემაზე საშიშ ზემოქმედებას ახდენს. ე.წ. ნერვული აგენტი ორგანოფოსფატებს შეიცავს, რომელიც ნერვების მიერ ორგანოებამდე ინფორმაციის მიტანის მექანიზმს აზიანებს. ეს ნივთიერება გაერომ 1991 წელს ქიმიურ იარაღად გამოაცხადა და მისი გამოყენება აკრძალა.