ბრიტანეთის პარლამენტში ევროკავშირთან შეთანხმებაზე განმეორებითი კენჭისყრა 12 მარტამდე გაიმართება
ბრიტანეთის პარლამენტში ევროკავშირთან შეთანხმებაზე განმეორებითი კენჭისყრა 12 მარტამდე გაიმართება

ბრიტანეთის პარლამენტში ევროკავშირთან შეთანხმებაზე განმეორებითი კენჭისყრა 12 მარტამდე გაიმართება. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა.

ტერეზა მეის თქმით, სრულფასოვანი კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირის განმავლობაში არ ჩატარდება.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა თანმიმდევრული ფორმით მოხდება, რომელსაც როგორც ლონდონი, ასევე ბრიუსელი დაამტკიცებენ.

ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა პრემიერ-მინისტრის გეგმას დეპუტატების უმრავლესობა ჯერ კიდევ არ უჭერს მხარს.