ბრიტანეთის პარლამენტის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა
ბრიტანეთის პარლამენტის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, როგორც კი ნადინ დორისმა ამის შესახებ შეიტყო, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თვითიზოლაციაში მოექცა.

ბოლო მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსის 382 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია ექვსი ადამიანი.