ბრიტანეთის მთავრობის წევრები ბრექსიტის გამო ზაფხულის შვებულებას ვერ იღებენ

13:55, 09.08.2019

ბრიტანეთის მთავრობის წევრები ბრექსიტის გამო ზაფხულის შვებულებას ვერ იღებენ. ისინი იძულებული გახდნენ სამუშაო ადგილებს დაბრუნებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის წევრებს შვებულებაში გასვლა 31 ოქტომბრამდე ეკრძალებათ.

ბრიტანეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, სწორედ 31 ოქტომბერს გეგმავს ევროკავშირის დატოვებას.

გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლები, რომლებსაც უკვე დაგეგმილი ჰქონდათ შვებულება, კომპენსაციას მიიღებენ.

მსგავსი