ბრიტანეთის მთავრობის აპარატის უფროსი თანამდებობიდან გადადგა
ბრიტანეთის მთავრობის აპარატის უფროსი თანამდებობიდან გადადგა

ბრიტანეთის მთავრობის აპარატის უფროსი და პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მოადგილე დამიან გრინი მის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა.

გრინის წასვლის მიზეზი მის კომპიუტერში აღმოჩენილი პორნოგრაფიული მასალებია, რომელთა შესახებაც „არაზუსტი და გაუგებარი“ განცხადებები გააკეთა.

ეს ბრიტანეთის მთავრობაში სკანდალის მიზეზით თანამდებობიდან წასვლის პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე საერთაშორისო განვითარების მინისტრმა პრიტი პატელმა დატოვა პოსტი. 1-ელ ნოემბერს კი თავდაცვის მინისტრმა მაიკლ ფელონმა განაცხადა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.