ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში, შესაძლოა, ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰააგის სასამართლოს დაპატიმრების ორდერის საფუძველზე დააკავონ
ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში, შესაძლოა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს დაპატიმრების ორდერის საფუძველზე დააკავონ. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია აცხადებს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ გაერთიანებული სამეფო ყოველთვის შეასრულებს თავის სამართლებრივ ვალდებულებებს, როგორც ეს განსაზღვრულია შიდა და საერთაშორისო კანონმდებლობით. კითხვაზე, დააპატიმრებენ თუ არა ნეთანიაჰუს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის პრესსპიკერი აღნიშნავს, რომ ის კონკრეტულ შემთხვევებზე არ ისაუბრებს.
ბრიტანეთის მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ პატივს სცემენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამოუკიდებლობას, რომელიც არის უპირველესი საერთაშორისო ინსტიტუტი საერთაშორისო ინტერესის ყველაზე მძიმე დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისთვის.
ცნობისთვის, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი გასცა.