ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანა ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს
ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანა ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს

ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანა ევროკავშირს 31 ოქტომბერს დატოვებს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ევროკავშირს ბრექსიტის გადავადებას არ მოსთხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ბიბისი“ ავრცელებს.

პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ. ბენნის კანონი პრემიერს ავალდებულებს, წარუმატებელი მოლაპარაკების შემთხვევაში, ევროკავშირს ბრექსიტის გადადება 19 ოქტომბრამდე მოსთხოვოს.

17-18 ოქტომბერს, ბრიუსელში ბრექსიტთან დაკავშირებით გადამწყვეტი სამიტი ჩატარდება.