ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა
ბრიტანეთის მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა

ბრიტანეთის მთავრობამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად სპეციალური სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა. ამის შესახებ მოსახლოებას დიდი ბრიტანეთის ბიზნესის სახელმწიფო მდივანმა, ალოკ შარმამ ყოველდღიური ბრიფინგის დროს განაცხადა.

„მე დღეს შემიძლია დავაანონსო, რომ მთავრობამ ჩამოაყალიბა სამუშაო ჯგუფი, რომელიც მთავრობის, მეცნიერებისა და მწარმოებლების ძალისხმევის კოორდინაციას მოახდენს საერთო მიზნისთვის – დავაჩქაროთ კორონავირუსის ვაქცინის შემუშავების პროცესი“, – განაცხადა შარმამ.

მისივე თქმით, სპეციალური ჯგუფი უკვე მუშაობს, რომ ვაქცინა მოსახლეობისთვის რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი.

„ეს სამუშაო ჯგუფი კოორდინირებას გაუწევს ქვეყნის ყველაზე იმედისმომცემ კვლევას და დიდ ბრიტანეთს კლინიკური ვაქცინის ტესტირებასა და წარმოებაში ლიდერად აქცევს,“- განაცხადა შარმამ.