ბრიტანეთის მოქალაქეები ბრექსიტს აღნიშნავენ [ფოტო]
ბრიტანეთის მოქალაქეები ბრექსიტს აღნიშნავენ [ფოტო]

რეფერენდუმიდან სამი წლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს ტოვებს. დღეს, ბრიტანეთის დროით 23:00 საათზე ქვეყანა ოფიციალურად დატოვებს ევროკავშირს.

ქვეყნის მოქალაქეები დღის განმავლობაში ლონდონსა და სხვა ქალაქებში ამ მოვლენას სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ.

ბრექსიტის შემდეგ, პირველი თებერვლიდან დაიწყება 11-თვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი დაემორჩილება ევროკავშირის წესებს, თუმცა აღარ იქნება წარმოდგენილი ორგანიზაციის ინსტიტუტებში.