ბრიტანეთის მოქალაქე, რომლის მოძებნაში ოჯახი დახმარებას ითხოვდა, სამართალდამცველებმა თბილისში, ერთ-ერთ სკვერში უვნებელი იპოვეს

00:52, 22.09.2026

ბრიტანეთის მოქალაქე, რომლის მოძებნაში ოჯახი დახმარებას ითხოვდა, სამართალდამცველებმა თბილისში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მამაკაცი პოლიციამ თბილისის ერთ-ერთ სკვერში უვნებელი იპოვა.

58 წლის მარკ ჯექ­სონის მოძებნაში ოჯახი დახმარებას ითხოვდა. მისი მეუღლის ინფორმაციით, მამაკაცი საქართველოში რამდენიმე თვის წინ რუსეთიდან ჩამოვიდა და ამ დროის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას მუშაობდა.

მსგავსი