ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი იზოლაციაშია
10603022a
დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის წევრი მაიკლ გოუვი იზოლაციაშია.
გოუვის თქმით, მისი ოჯახის წევრს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა.
მინისტრმა ამის შესახებ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ დაწერა.
გოუვის თქმით, ის თავს კარგად გრძნობს, არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება, თუმცა წესების მიხედვით, რადგან ოჯახის წევრს „კოვიდ 19“-ის სიმპტომები აქვს, თავადაც იზოლაციაში გადადის.