ბრიტანეთის მარეგულირებელმა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების უფლება გასცა
ბრიტანეთის მარეგულირებელმა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების უფლება გასცა

ბრიტანეთის მარეგულირებელმა „ფაიზერის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების უფლება გასცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მარეგულირებლის განცხადებით, კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ ამ ასაკის ბავშვებში ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტურია. ახლა ვაქცინაციის კომიტეტმა უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა ვაქცინის გამოყენება ბავშვებში.

დღემდე ბრიტანეთში ვაქცინაცია 16 წლიდან იწყება.