ენდი ბერნემმა, რომელსაც კირ სტარმერის შემცვლელად განიხილავენ, საპარლამენტო მანდატისთვის გამართულ შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა
Greater Manchester mayor and Labour candidate Andy Burnham meets with supporters during the Makerfield by-election, triggered by the resignation of Labour MP John Simons, in Wigan, Britain, June 18, 2026. REUTERS/Temilade Adelaja
ბრიტანეთის მმართველი ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელმა, მანჩესტერის მერმა, ენდი ბერნემმა საპარლამენტო მანდატისთვის გამართულ შუალედურ არჩევნებში გაიმარჯვა.
მედიასაშუალებები აღნიშნავენ, რომ ამ გამარჯვებამ კიდევ უფრო განამტკიცა ბერნემის პოზიცია, როგორც კირ სტარმერის შემცვლელმა კანდიდატმა ლეიბორისტული პარტიის ლიდერობისთვის.
ენდი ბერნემმა გამარჯვების შემდეგ გამოსვლაში აღნიშნა, რომ მას ქვეყნის ლიდერობა სურს.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ენდი ბერნემს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ამომრჩევლებმა ლეიბორისტული პარტიის იმედისა და ოპტიმიზმის კამპანია აირჩიეს, განხეთქილებისა და სიძულვილის ნაცვლად“, – წერს სტარმერი.