ბრიტანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი – „თალიბანის“ მიერ ავღანეთში ძალაუფლების მოპოვებამ ბრიტანეთში ე.წ. მარტოხელა მგელ ექსტრემისტებს გამბედაობა მისცა
„თალიბანის“ მიერ ავღანეთში ძალაუფლების მოპოვებამ ბრიტანეთში ე.წ. მარტოხელა მგელ ექსტრემისტებს გამბედაობა მისცა – ამის შესახებ ბრიტანეთის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის, „ემაი5“-ის ხელმძღვანელმა, კენ მაკკალუმმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ბრიტანული სპეცსამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტერორისტული საფრთხე ერთ დღეში არ შეიცვლება, „თალიბანის“ წარმატება შესაძლოა, ტერორისტებისთვის მორალური სიძლიერე გახდეს.
„ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ შთაგონებული ტერორიზმის ზრდასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კენ მაკკალუმმა. „ემაი5“-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბრიტანეთში ბოლო ეტაპამდე მიყვანილი 31 ტერაქტი იქნა აღკვეთილი.