ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრები პრემიერის მრჩევლის თანამდებობიდან დომინიქ ქამინგსის მოხსნას ითხოვენ
ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრები პრემიერის მრჩევლის თანამდებობიდან დომინიქ ქამინგსის მოხსნას ითხოვენ

ბრიტანეთის მოსახლეობის ნაწილი და კონსერვატიული პარტიის წევრები პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობიდან დომინიქ ​ქამინგის გათავისუფლებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით,  დომინიქ ​ქამინგის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონი მრჩეველმა, კარანტინის წესები დაარღვია და დიდ მანძილზე, მშობლების სანახავად წავიდა,

დომინიქ ქამინგსი, რომელიც კორონავირუსის სიმპტომების გამო ლონდონში, თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, მოქალაქეებმა დარჰემში, საკუთარი მშობლების სახლთან ახლოს შენიშნეს.

„იმის გათვალისწინებით, თუ როგორო აზარალებს ბატონი ქამინგსი მთავრობის რეპუტაციას, ის თანამდებობის დატოვებაზე უნდა დაფიქრდეს, მისი ქედმაღლური მიდგომა, რომელიც ამბობს „მე არ მაინტერესებს. მე თქვენზე ჭკვიანი ვარ“, მოსახლეობას აღიზიანებს, ის ახლა მთავრობას ზიანს აყენებს და მე ეს არ მომწონს“, – განაცხადა ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა, საიმონ ჰოარმა. ამავე მოსაზრებას იზიარებს კონსერვატიული პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენელი სტივ ბეიქერი.