ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს უფლებამოსილება მიენიჭება, სოციალურ მედიას მავნებლურ კონტენტზე პასუხისმგებლობა დააკისროს
ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს უფლებამოსილება მიენიჭება, სოციალურ მედიას მავნებლურ კონტენტზე პასუხისმგებლობა დააკისროს

დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს (Ofcom) ახალი უფლებამოსილება მიენიჭება, რომლითაც ის სოციალურ მედიას მავნებლურ კონტენტზე პასუხისმგებლობას დააკისრებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნავს, ამ დრომდე კომპანიები, როგორიცაა „ფეისბუქი“, „ტვიტერი“, „იუთუბი“, „ტიკტოკი“, „სნეპჩატი“ ძირითადად, თვითრეგულირების საფუძველზე მუშაობდნენ.

ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ უწყება აღნიშნულ უფლებას სოციალურ ქსელებში ძალადობაზე, კიბერბულინგსა და ბავშვთა უფლებების დარღვევებზე რეაგირებისთვის იღებს.

ახალი ცვლილებით, მარეგულირებელს საშუალება ექნება, სოციალური მედიის კომპანიებს დააკისროს პასუხისმგებლობა, დაიცვას მომხმარებელი საზიანო კონტენტისგან, როგორიცაა ძალადობა, ტერორიზმი, კიბერბულინგი, ბავშვთა უფლებების დარღვევა. სოციალური მედიის პლატფორმები ვალდებული იქნებიან, მასალა სწრაფად წაშალონ. ასევე დაევალებათ, მსგავსი შინაარსის მასალის გამოქვეყნების რისკები შეამცირონ.

ახალი რეგულაცია სავარაუდოდ, გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

სოციალური მედიის კომპანიების კონტენტის რეგულირების საკითხი დიდ ბრიტანეთში 14 წლის მოლი რასელის გარდაცვალების შემდეგ გახდა აქტუალური. გოგონამ 2017 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დააკისრა. როგორც მოგვიანებით, გარდაცვლილის მშობლებმა აღმოაჩინეს, ის „ინსტაგრამში“ დეპრესიისა და თვითმკვლელობის შესახებ მასალებს ეცნობოდა. მოზარდის მშობლებმა „ინსტაგრამს“ შვილის გარდაცვალების ხელშეწყობაში დასდეს ბრალი.