ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი - ადამიანებზე კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა 23 აპრილს დაიწყება
ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი - ადამიანებზე კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა 23 აპრილს დაიწყება

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 23 აპრილს დაიწყება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მდივანმა გააკეთა.

„ჩვენ ყველა რესუსს გამოვიყენებთ ეფექტური ვაქცინის შესაქმნელად“, – განაცხადა მეთ ჰენკოკმა.

მან „იმედისმომცემი“ უწოდა ოქსფორდისა და ლონდონის საიმპერატორო უნივერსიტეტებში მიმდინარე კვლევებს.

მისივე თქმით, მთავრობა 20 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაურიცხავს ოქსფორდის გუნდს, რათა ვაქცინების კლინიკური გამოცდა გაგრძელდეს. მისი განცხადებით, ამ ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა 23 აპრილიდან დაიწყება.