ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრი დევიდ გოკი თანამდებობას ტოვებს
ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრი დევიდ გოკი თანამდებობას ტოვებს

ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრი დევიდ გოკი თანამდებობას ტოვებს. გოკი აცხადებს, რომ მას არ შეუძლია ახლად არჩეული პრემიერის პოლიტიკის მხარდაჭერა.

„ბორის ჯონსონის გაცხადებული პოლიტიკის ფონზე, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს 31 ოქტომბერს ევროკავშირი უნდა დავტოვოთ, არ მსურს ამ კაბინეტში მუშაობა“. – წერს დევიდ გოკი.

ბრიტანეთის იუსტიციის მინისტრი​ს ამბობს, რომ ის ტერეზა მეის უჭერდა მხარს და მიაჩნია, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის შესახებ მეის მიერ შეთავაზებული ხელშეკრულება საუკეთესო ვარიანტი იყო.

დევიდ გოკი ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრს წარმატებას უსურვებს.

გაერთიანებული სამეფოს მომავალი პრემიერის ვინაობა 23 ოქტომბერს „კონსერვატიული პარტიის“ სხდომაზე დაასახელეს. ბორის ჯონსონი ამბობს, რომ ქვეყანას ევროკავშირიდან 31 ოქტომბრამდე გამოიყვანს.