ბრიტანეთის ელჩი - რუსეთის მცდელობით საქართველოს საზოგადოებისა და ტერიტორიის დაყოფის შესაჩერებლად ძალისხმევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს
ბრიტანეთის ელჩი - რუსეთის მცდელობით საქართველოს საზოგადოებისა და ტერიტორიის დაყოფის შესაჩერებლად ძალისხმევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკკენზი ​სმიტი ​ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ჯასტინ მაკკენზი ​სმიტი მომხდარს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება და სრულყოფილი გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.

„ღრმად ვარ შეშფოთებული საქართველოში, სამხრეთ ოსეთში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო. ფაქტებისა და პასუხისმგებლობის გამოსავლენად, საჭიროა სრულყოფილი გამოძიების ჩატარება. რუსეთის მცდელობით საქართველოს საზოგადოებისა და ტერიტორიის დაყოფის შესაჩერებლად ძალისხმევა ახლა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, – წერს დიდი ბრიტანეთის ელჩი.