ბრიტანეთის ელჩი - მოვუწოდებთ იმ პარტიებს, რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ შეთანხმებისთვის, აჩვენონ გამბედაობა, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის
ბრიტანეთის ელჩი - მოვუწოდებთ იმ პარტიებს, რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ შეთანხმებისთვის, აჩვენონ გამბედაობა, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის

მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამდენმა პარტიამ და ინდივიდმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა განუცხადა.

მისივე თქმით, მოუწოდებს პარტიებს, რომლებსაც შეთანხმებაზე ხელი არ მოუწერიათ, გამბედაობა გამოიჩინონ და შეუერთდნენ დოკუმენტს, რადგან ეს საქართველოს მომავლისთვის არის მნიშვნელოვანი.

„როგორც მანამდე ვთქვი, ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას. მე გულთბილად მივესალმები იმ ფაქტს, რომ ამდენმა პარტიამ და ინდივიდმა ხელი მოაწერა შეთანხმებას. ჩვენ სრულად მოვუწოდებთ იმ პარტიებს, რომლებსაც ხელი არ მოუწერიათ შეთანხმებისთვის, აჩვენონ გამბედაობა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის და მისი მომავლისთვის. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის პროგრესისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გასაგრძელებლად. ბრიტანეთი ამას სრულად უჭერს მხარს“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.