ბრიტანეთის ელჩი - მე ვიხილე ძლიერი პასუხი სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოში ბანკები თანამშრომლობენ მჭიდროდ, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინიტროები მუშაობენ, რათა არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება
ბრიტანეთის ელჩი - მე ვიხილე ძლიერი პასუხი სანქციებთან დაკავშირებით, საქართველოში ბანკები თანამშრომლობენ მჭიდროდ, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინიტროები მუშაობენ, რათა არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება

მე ვიხილე ძლიერი პასუხი ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები მუშაობენ მჭიდროდ, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინიტროები მუშაობენ, რათა არ მოხდეს სანქციებისთვის თავის არიდება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოსა და უკრაინას ჰქონდეთ მტკიცე კავშირი და ურთიერთობები, რათა ასეთ განსაკუთრებულად რთულ პერიოდში ყველა ევროპულმა ქვეყანამ ერთად იმუშაოს.

„მე რაც ვიხილე, იყო ძლიერი პასუხი ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები მუშაობენ მჭიდროდ, რათა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს სანქციების არიდება. მე ასევე ვიცი, რომ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინიტროები მუშაობენ საბაჟო სამსახურთან ერთად, რათა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს სავაჭრო სანქციების არიდება. რაც უკვე ვთქვი, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ არ მისცეს საკუთარ თავს უფლება, იქცეს ადგილად, სადაც სანქციებისთვის თავის არიდება შესაძლებელია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და უკრაინას ჰქონდეთ მტკიცე კავშირი და ურთიერთობები, რადგან ასეთ განსაკუთრებულად რთულ პერიოდში, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და ევროპაში ომი წამოიწყო, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ევროპულმა ქვეყანამ ერთად იმუშაოს, რათა გადალახონ ეს შეჭრა“, – განუცხადა ბრიტანეთის ელჩმა.