ბრიტანეთის ე.წ. ბრექსიტის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
ბრიტანეთის ე.წ. ბრექსიტის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა. დომინიკ რააბი ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლაზე მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა.
სოციალურ ქსელ Twitter-ში რააბმა დაწერა, რომ ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების პირობებს მხარს ვერ დაუჭერს.
დომინიკ რააბი მეორე მინისტრია, რომელმაც ჩრდილოეთ ირლანდიის მინისტრთან ერთად, 15 ნოემბერს ტერეზა მეის მთავრობა დატოვა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში მინისტრი წერს, რომ თანამდებობას ორი მიზეზით ტოვებს, არ ეთანხმება ჩრდილოეთ ირლანდიისითვის შეთავაზებულ მარეგულირებელ რეჟიმს და მას ბრიტანეთის მთლიანობისთვის საფრთხედ აფასებს, ასევე მიიჩნევს, რომ შეთანხმების პირობები ევროკავშირს ბრიტანეთის შესაძლებლობაზე ვეტოს უფლებას ანიჭებს.
დომინიკ რააბი ფიქრობს, რომ შეთანხმების პირობები მოლაპარაკებების მეორე რაუნდში ბრიტანეთის წინააღმდეგ იმოქმედებს.