ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 94 წლის გახდა
ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 94 წლის გახდა

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე დღეს 94 წლის გახდა.

კენსინგტონის სასახლემ ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც პანდემიის დაწყებამდეა გადაღებული. პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი საუკეთესო სურვილებით დედოფალს დაბადების დღეს ულოცავენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს დედოფლის დაბადების დღესთან დაკავშირებით არც ერთი ღონისძიება გატარდება. ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დედოფალი მიიჩნევს, რომ ახლა ამისთვის შეუფერებელი დროა.

დედოფალი ელისაბედ მეორე დაბადების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. პირველად 21 აპრილს, სწორედ 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა დედოფალი. მეორედ კი ივნისის მეორე შაბათს, ამ დღეს დედოფლის დაბადების დღე მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნება.