ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა ბელარუსში ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალით“ აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები განათავსა
ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთმა ბელარუსში ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალით“ აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები განათავსა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ბელარუსის მაჩულიშის აეროდრომის თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც „მიგ 31კა“-ს ტიპის გამანადგურებლები და გალავანით გამაგრებული დიდი კონტეინერი ჩანს.
ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, სავარაუდოდ, მასში რაკეტები ინახება. როგორც ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურში აცხადებენ, რუსეთი ამ რაკეტებს 2018 წლიდან იყენებს, მაგრამ ბელარუსში ადრე არ განუთავსებია.
ბრიტანელი მზვერავები ვარაუდობენ, რომ ეს რაკეტები დასავლეთისთვის სიგნალის გადასაცემად და ომში ბელარუსის თანამონაწილედ წარმოჩენის მიზნით იქნა განთავსებული.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 1 November 2022
Find out more about the UK government’s response: https://t.co/ohQH7fYyqM
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/Q9WxS4UKza
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) November 1, 2022