ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკთან 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს

12:01, 27.06.2023

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკთან 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს.

როგორც ყოველდღიურ მიმოხილვაშია აღნიშნული, მედესანტეებმა წინსვლა შეძლეს კრასნოგავორკას აღმოსავლეთით, რომელიც 2014 წლის დაშორიშორების ხაზზე მდებარეობს.

ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიის გათავისუფლება შეძლეს.

მსგავსი