ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის ძალებმა ბახმუტში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და დიდი ალბათობით, ქალაქის ცენტრისკენ მიდიან
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის ძალებმა ბახმუტში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და დიდი ალბათობით, ქალაქის ცენტრისკენ მიდიან

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ ბახმუტში გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და დიდი ალბათობით, ქალაქის ცენტრისკენ მიდიან, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მონაცემების ანგარიშში.

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსმა სამხედროებმა მდინარე ბახმუტკას დასავლეთ ნაპირი დაიკავეს და ბახმუტის დასავლეთით, უკრაინის არმიის მომარაგების მთავარ ხაზს სავარაუდოდ, საფრთხე ემუქრება. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ინფორმაციით, რუსეთის რეგულარულმა ჯარებმა, მათ შორის სადესანტო დანაყოფებმა ტერიტორია გაამაგრეს და რუსეთი აღნიშნულ სექტორში არტილერიას ისევ ეფექტურად იყენებს.

ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, „ვაგნერის“ დაჯგუფებას და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის უთანხმოება დასრულდა და მათი თანამშრომლობა გაუმჯობესდა.