ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინაში ომის თაობაზე რუსეთის არასწორმა გათვლამ რუსული არმიის მნიშვნელოვანი დანაკარგები და შესაძლებლობების შემცირება გამოიწვია
ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინაში ომის თაობაზე რუსეთის არასწორმა გათვლამ რუსული არმიის მნიშვნელოვანი დანაკარგები და შესაძლებლობების შემცირება გამოიწვია

უკრაინაში ომის თაობაზე რუსეთის ფედერაციის არასწორმა გათვლამ რუსული არმიის მნიშვნელოვანი დანაკარგები და შესაძლებლობების შემცირება გამოიწვია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.

უწყების ცნობებით, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგობის არასაკმარისად შეფასებამ და მისმა „საუკეთესო სცენარის“ დაგეგმარებამ საჩვენებელი საოპერაციო წარუმატებლობა გამოიწვია, რამაც თავის მხრივ, ხელი შეუშალა პრეზიდენტ პუტინს 9 მაისის აღლუმზე მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატების შესახებ გამოეცხადებინა.

„რუსეთის შეჭრის გეგმა, დიდი ალბათობით, მცდარ ვარაუდს ეფუძნებოდა, რომ წააწყდებოდა შეზღუდულ წინააღმდეგობას, შეძლებდა დასახლებული ცენტრების სწრაფ ალყაში მოქცევასა და გვერდის ავლას. ამ ვარაუდმა რუსული ძალები აიძულა ოპერაციის გახსნითი ფაზა მსუბუქი, კონკრეტული მიდგომით ეწარმოებინათ, რომლის მიზანი მინიმალური ხარჯებით სწრაფი გამარჯვების მიღწევა იყო. ამ არასწორმა გათვლამ გაუთვალიწინებელი დანაკარგები და შემდგომში რუსეთის საოპერაციო ფოკუსის შემცირება გამოიწვია“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.