ბრიტანეთის დაზვერვა - უკრაინამ მიმდინარე კვირას რუსეთის მრავალი თავდასხმა მოიგერია დონბასში არსებულ ფრონტის ხაზზე
მიმდინარე კვირას უკრაინამ რუსეთის მრავალი თავდასხმა მოიგერია დონბასში არსებულ ფრონტის ხაზზე,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო ინფორმაციაშია მითითებული.
მათივე ცნობით, იმის მიუხედავად, რომ რუსეთმა გარკვეულ ტერიტორიულ წინსვლას მიაღწია, უკრაინის წინააღმდეგობა ყველა მიმართულებით იყო მძლავრი და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა რუსულ ძალებს.
„რუსების ცუდი მორალური სულისკვეთება და ძალების აღსადგენად, ხელახალი აღჭურვისთვის, ასევე წინა შეტევების შემდეგ რეორგანიზებისთვის საჭირო შეზღუდული დრო, სავარაუდოდ რუსეთის საბრძოლო ეფექტურობას შეამცირებს“, – ნათქვამია სადაზვერვო ცნობებში.