ბრიტანეთის დაზვერვა - რუსულმა ჯარებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს სევეროდონეცკის ალყისას, მარიუპოლსა და ხერსონში სამედიცინო სერვისებთან, მედიკამენტებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა რთულია
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსულმა ჯარებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს სევეროდონეცკის ალყისას, მარიუპოლსა და ხერსონში სამედიცინო სერვისებთან, მედიკამენტებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა რთულია

რუსულმა ჯარებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს სევეროდონეცკის ალყისას, ხოლო მარიუპოლსა და ხერსონში სამედიცინო სერვისებთან და მედიკამენტებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა რთულია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.

„ბრძოლები სევეროდონეცკის გარშემო გრძელდება. რუსეთი კვლავ აკონტროლებს ქალაქის დიდ ნაწილს, მაგრამ მისმა ძალებმა წარმატებებს ვერ მიაღწიეს, ალყაში მოექციათ უფრო ფართო ტერიტორია ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან“, – ნათქვამია მიმოხილვაში.

უწყების ცნობით, რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძირითადი საჯარო სერვისების მიწოდებას ცდილობს. ამასთან, უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა უწყვეტი არ არის, ასევე მნიშვნელოვანი შეფერხებებია სატელეფონო და ინტერნეტ სერვისებზეც.

„ხერსონს სავარაუდოდ მედიკამენტების კრიტიკული დეფიციტი ექნება და მარიუპოლს ქოლერის დაავადების დიდი აფეთქება ემუქრება. ქოლერის შემთხვევები მაისიდან დაფიქსირდა. სამედიცინო სერვისები მარიუპოლში, ალბათ უკვე ახლოსაა კოლაფსამდე: ქოლერის დიდი აფეთქება მარიუპოლში კიდევ უფრო გაამწვავებს არსებულ სიტუაციას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.