ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი გეგმავს, აღმოფხვრას ის, რაც აფერხებს მის სამხედრო შეტევას უკრაინაში 
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთი გეგმავს, აღმოფხვრას ის, რაც აფერხებს მის სამხედრო შეტევას უკრაინაში 

რუსეთი გეგმავს, აღმოფხვრას ის, რაც აფერხებს მის სამხედრო შეტევას უკრაინაში, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო ინფორმაციაშია ნათქვამი.

„რუსეთი იმედოვნებს, რომ დაძლევს გამოწვევებს, რომლებიც ადრე აფერხებდა მის შეჭრას, საბრძოლო ძალის გეოგრაფიული ფოკუსირებით, მიწოდების ხაზების შემცირებით, ასევე ბრძანებისა და კონტროლის გამარტივებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთი კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას.

„რუსეთის ფედერაცია იძულებული გახდა, გაეერთიანებინა და გადაეფორმირებინა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში წარუმატებელი შეტევის შედეგად გამოფიტული და მიმოფანტული ძალები. ამ დანაყოფებიდან ბევრს, სავარაუდოდ, დასუსტებული მორალი აქვს. ხარვეზები რჩება რუსულ ტაქტიკურ კოორდინაციაში. დანაყოფების დონეზე უნარების ნაკლებობამ და წყვეტამ საჰაერო მხარდაჭერისას, ხელი შეუშალა რუსეთს, სრულად გამოეყენებინა თავისი საბრძოლო მასა, ადგილობრივი გაუმჯობესების მიუხედავად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.