ბრიტანეთის დაზვერვა - ნოემბერში რუსეთის სამხედრო დანაკარგი დღეში საშუალოდ 931 სამხედროს შეადგენს, რაც ამ ომის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია
ნოემბერში რუსეთის სამხედრო დანაკარგი დღეში საშუალოდ 931 სამხედროს შეადგენს, რაც მთელი ომის განმავლობაში რუსეთის დანაკარგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ ბრიტანული თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა თავის ყოველდღიურ მიმოხილვაში წერს.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა უკრაინის გენშტაბის მონაცემებს ეყრდნობა და აღნიშნავს, რომ დამოუკიდებლად არ შეუძლია მოკლულთა და დაჭრილთა საერთო რაოდენობის დათვლის მეთოდოლოგია გადაამოწმოს, თუმცა ციფრები სავსებით დამაჯერებლად გამოიყურება.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მანამდე რუსეთის ყველაზე დიდი დანაკარგი დაფიქსირებულია 2023 წლის მარტში, ბახმუტზე შეტევის დროს, როდესაც ის საშუალოდ დღეში 776 ადამიანს კარგავდა.
ბრიტანული სპეცსამსახურების ცნობით, რუსეთის დიდი დანაკარგები გამოწვეულია დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაზე შეტევით.