ბრიტანეთის დაზვერვა – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დაკარგა სადესანტო გემი „სარატოვი“ და კრეისერი „მოსკოვი“, შავი ზღვის ფლოტი ინარჩუნებს უკრაინულ და სანაპირო ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობას

12:23, 28.04.2022

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დაკარგა სადესანტო გემი „სარატოვი“ და კრეისერი „მოსკოვი“, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ინარჩუნებს უკრაინულ და სანაპირო ობიექტებზე თავდასხმის შესაძლებლობას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო ცნობებშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, შავი ზღვის საოპერაციო ზონაში რუსეთის საზღვაო ძალების 20-მდე ხომალდი, მათ შორის წყალქვეშა ნავები იმყოფება. ასევე, ბოსფორის სრუტე ყველა არათურქული ხომალდისთვის დახურულია, რის გამოც რუსეთი შავ ზღვაში ჩაძირული კრეისერ „მოსკოვის“ შეცვლას ვერ შეძლებს.

მსგავსი