ბრიტანეთის დაზვერვა - კერძო რუსულმა სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ბახმუტის ირგვლივ პოზიციებიდან უკან დახევა დაიწყო
ბრიტანეთის დაზვერვა - კერძო რუსულმა სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ბახმუტის ირგვლივ პოზიციებიდან უკან დახევა დაიწყო

კერძო რუსულმა სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ ბახმუტის ირგვლივ პოზიციებიდან უკან დახევა დაიწყო, – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ყოველდღიურ მიმოხილვაში.

25 მაისს ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა უკვე დაიწყო და პოზიციების რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემა პირველ ივნისამდე გაგრძელდება. ინფორმაციას ვაგნერის ძალების როტაციაზე ქალაქის მიდამოებში ადასტურებს უკრაინის თავდაცვის მინისტრიც.

„მიუხედავად პრიგოჟინის მუდმივი უთანხმოებისა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან, „ვაგნერის“ ძალები, სავარაუდოდ, დონბასში შემდგომი შეტევითი ოპერაციებისთვის იქნება გამოყენებული“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

მანამდე ბრიტანულმა დაზვერვამ აღნიშნა რუსეთის ფედერაციაში იმ გასამხედროებული ჯგუფების რაოდენობის ზრდის შესახებ, რომლებიც არ შედიან ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში.