ბრიტანეთის დაზვერვა – ანტონოვსკის ხიდი არის რუსეთის მთავარი დაუცველობა ხერსონის რეგიონში
ხერსონის რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები სავარაუდოდ მთავარი ფაქტორი იქნება დნიპროზე არსებულ გადაკვეთებზე კონტროლის დასამყარებლად. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვაშია ნათქვამი.
ბრიტანელების ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ე.წ. ხელისუფლებაში აღნიშნეს, რომ 2022 წლის 19 ივლისს უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნეპრზე არსებულ ანტონოვსკის ხიდზე განახორციელეს დარტყმა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებში ნაჩვენები იყო ხიდის სავალ ნაწილზე საბრძოლო დაზიანებების კვალი.
„სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა პოსტებმა აჩვენა აშკარა საბრძოლო დაზიანება ხიდის სავალ ნაწილზე. დიდი ალბათობით, ხიდი გამოყენებადი იქნება, მაგრამ ეს ძირითადი დაუცველი ადგილია რუსული ძალებისთვის. ეს ხიდი არის ერთ-ერთი იმ ორი გადასასვლელიდან მდინარე დნეპრზე, რომლებითაც რუსეთს შეუძლია გადაიყვანოს თავისი ჯარები ამ მდინარის დასავლეთით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ზონა მოიცავს ქალაქ ხერსონს, რომელსაც პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის“, – ნათქვამია სადაზვერვო მიმოხილვაში.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 20 July 2022
Find out more about the UK government’s response: https://t.co/nx8fNH0vaD
🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/9q2Q3h3FrA
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) July 20, 2022
(4 of 6)
It is one of only two road crossing points over the Dnieper by which Russia can supply or withdraw its forces in the territory it has occupied west of the river.
— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) July 20, 2022