ბრიტანეთის არმიის სამხედრო ტექნიკა ანტვერპენში ჩაიტანეს
ბრიტანეთის არმიის სამხედრო ტექნიკა ანტვერპენში ჩაიტანეს

დიდი ბრიტანეთის არმიის სამხედრო ტექნიკა ანტვერპენში ჩაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს არმიის პრესსამსახური ავრცელებს.

აღნიშნული ტექნიკა მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს სამხედრო წვრთნებში „ევროპის დამცველი 2020“. მასშტაბური სამხედრო მანევრები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ჩატარდება.

სწავლებებში 20 000 ამერიკელი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. ამ რაოდენობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეს ევროპაში გამართულ წვრთნებში მონაწილეობა ბოლო 25 წელია, არ მიუღია.

სწავლების მიზანი ევროპაში აშშ-ის სამხედროებისა და ტექნიკის გადასროლის გამოცდაა. სამხედრო მოსამსახურეების დიდი ნაწილი ევროპაში თებერვალში ჩავა. სამხედრო წვრთნები კი აპრილსა და მაისში გაიმართება.

„არმი თაიმსის“ ცნობით, „ევროპის დამცველი 2020“-ის ფარგლებში, ამერიკელები საქართველოში მრავალეროვნულ საპარაშუტო ხტომას დააკვირდებიან.