ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ამ დროისთვის ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს, რომელსაც ინგლისის მასშტაბით ყველაზე მეტი ადგილი აქვს მიღებული
ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ამ დროისთვის ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს, რომელსაც ინგლისის მასშტაბით ყველაზე მეტი ადგილი აქვს მიღებული

ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს.

ყველაზე მეტი ადგილი ინგლისის მასშტაბით განაწილდება, სადაც „რეფორმას“ ამ დროისთვის 955 ადგილი აქვს. მეორე ადგილზეა ლიბერალ-დემოკრატიული პარტია 655 ადგილით. მესამე ადგილს ლეიბორისტები იკავებენ 628 ადგილით, კონსერვატორები კი მეოთხე ადგილზე არიან 549 ადგილით. მეხუთე ადგილზე არიან მწვანეები 311 ადგილით.

შოტლანდიაში პირველ ადგილზე „შოტლანდიის ეროვნული პარტიაა“, მეორე ადგილზე – ლიბერალ-დემოკრატები, მესამე და მეოთხე ადგილზე კი კონსერვატორები და ლეიბორისტები.

პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ მეორე ადგილზეა უელსში, მესამეზე – ლეიბორისტები, მეოთხეზე კი – კონსერვატორები. უელსის საბჭოებში ყველაზე მეტი ადგილი ამ დროისთვის პარტია „პლაიდ კემრის“ აქვს, რომელიც უელსის დამოუკიდებლობის მომხრეა.