ბრიტანეთიდან პოლონეთში ჩასული ყველა ადამიანი ვალდებული იქნება, შვიდდღიანი კარანტინი გაიაროს
ბრიტანეთიდან პოლონეთში ჩასული ყველა ადამიანი ვალდებული იქნება, შვიდდღიანი კარანტინი გაიაროს

პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბრიტანეთიდან პოლონეთში ჩასული ყველა ადამიანი ვალდებული იქნება, შვიდდღიანი კარანტინი გაიაროს. ამის მიზეზი დიდ ბრიტანეთში გავრცელებული კორონავირუსის დელტა ვარიანტია. ბოლო დღეების განმავლობაში ბრიტანეთში ვირუსის დელტა ვარიანტის ყოველდღიურმა შემთხვევებმა საგრძნობლად მოიმატა.

შვიდდღიანი კარანტინის გავლის შემდეგ სავალდებულოა ტესტის ჩატარება, იმ შემთხვევაში თუ პასუხი უარყოფითი იქნება, კარანტინში მყოფი პირებს იზოლაციის დასრულების უფლება ექნებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, კარანტინის გავლა მხოლოდ იმ პირებს არ მოუწევთ, რომლებსაც ვაქცინის ორივე დოზა ექნებათ გაკეთებული.