ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან და ჩეხეთიდან იტალიაში ჩასული ადამიანები ვალდებულები იქნებიან, „კოვიდ-19“-ზე ტესტი ჩაიტარონ

01:41, 08.10.2020

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, დიდი ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან და ჩეხეთიდან იტალიაში ჩასული ადამიანები ვალდებულები იქნებიან, „კოვიდ-19“-ზე ტესტი ჩაიტარონ.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ევროპის ქვეყნებში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მკვეთრი მატებაა.

იტალიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 333 940 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 36 301 ადამიანი.

მსგავსი