ბრიტანეთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ ერთი მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის დახმარებას გაუწევს

10:01, 30.06.2022

გაერთიანებული სამეფო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ ერთი მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ნატო-ს სამიტის პირველი დღის ბოლოს განაცხადა.

„ბრიტანული იარაღი, აღჭურვილობა და სამხედრო მომზადება გარდაქმნის უკრაინის თავდაცვას ამ შეჭრის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის სრულ მხარდაჭერას, რათა უზრუნველვყოთ, რომ პუტინი უკრაინაში მარცხს განიცდის“, – განაცხადა ჯონსონმა.

საერთო ჯამში, ომის დაწყების შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას 3.8 მილიარდი ფუნტი სტერლინგის ოდენობის დახმარება გაუწია.

მსგავსი