ბრიტანეთი შვედეთში ჩასულ მოქალაქეებს შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ აფრთხილებს
ბრიტანეთი შვედეთში ჩასულ მოქალაქეებს შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ აფრთხილებს

დიდი ბრიტანეთი შვედეთში ჩასულ მოქალაქეებს შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ აფრთხილებს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

განახლებულ სამოგზაურო რჩევებში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შვედეთის ხელისუფლებამ წარმატებით ჩაშალა დაგეგმილი თავდასხმები და დააკავა ეჭვმიტანილები.

„ამ დროს უნდა იყოთ ფხიზლად, რადგან ტერორისტები დიდი ალბათობით შეეცდებიან, რომ შვედეთში თავდასხმები განახორციელონ იმ ადგილებში, რომლებსაც უცხოელები სტუმრობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, აშშ-მა თავის სამოგზაურო რჩევებში ასევე გააფრთხილა მოქალაქეები შვედეთში შესაძლო ტერორისტული თავდასხმების შესახებ.