ბრიტანეთი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს
ბრიტანეთი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს

ბრიტანეთი მზადყოფნას გამოთქვამს, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გაერო-ში ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ბარბარა ვუდვორდმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, „ითამაშოს თავის როლი“ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში.

ბრიტანელი დიპლომატის თქმით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა კიევს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს.

ბარბარა ვუდვორდის თქმით, უკრაინის დახმარებაზე დახარჯული მთლიანი თანხა 400 მილიონ ფუნტ სტერლინგს აჭარბებს.

„ჩვენ გვინდა, ყველანაირად დავეხმაროთ ომის დასრულებას, რუსული ჯარების გაყვანის უზრუნველყოფას. ჩვენ სიამოვნებით ვითამაშებთ ამაში როლს. თუ უკრაინის მთავრობა ამას გვთხოვს – დიახ“, – თქვა ბარბარა ვუდვორდმა.